logo_geo
eng_logo
მარტვილში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
- +

9 ივლისი. 2016. 11:02


წლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე  სოფელს პრობლემა შეუქმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.


მარტვილის სოფლებში სტიქიის შედეგად  შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის სახლებიც დაათვალიEრა, სადაც წყალდიდობის გამო საცხოვრებელი ოთახები დაიტბორა.


მარტვილში შექმნილი ვითარების გამო შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული.


მარტვილისთვის სტიქიის შედეგად  მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყება. თავდაპირველად სოფლების შიდა გზების და ხიდების აღდგენა მოხდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner