logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: NATO ახდენს ყურადღების კონცენტრაციას შავ ზღვაზე
- +

9 ივლისი. 2016. 11:12


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ვარშავაში, NATO-ს სამიტის გაიხსნაზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად ჩაერთვებიან. აპატურაიმ აღნიშნა, რომ  NATO-ს არ გააჩნია საკუთარი შეიარაღება, ამიტომ, მიესალმება, თუკი ალიანსის წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ პარტნიორებს, რათა შეძლონ, ეფექტიანად განახორციელონ საზღვაო და საჰაერო კონტროლი.


ამის შესახებ  ჯეიმს აპატურაიმ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. NATO-ს  გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გახდა.


NATO ახდენს ყურადღების ფოკუსირებას და კონცენტრაციას შავ ზღვაზე. პროცესი ფართოვდება იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში. ამ ვითარებაში NATO-ს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების დაპატიჟება, იმ პარტნიორების, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ. გვაქვს მსგავსი დიალოგი ბალტიის ზღვის ქვეყნებთან და მეგობრებთან - შვედეთთან და ფინეთთანაც... ჩვენი იდეაა, მსგავსი რამ გადმოვიტანოთ შავი ზღვის ქვეყნებთანაც, შეიძლება ზუსტად ანალოგიური არა, მაგრამ მაინც. იდეა იყო, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრის პროცესში უკრაინის და საქართველოს ჩართვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ახალი და რეგულარული დიალოგი. ყირიმის ანექსიამდე შავი ზღვა არ წარმოადგენდა ისეთ საკითხს, რომლითაც ალიანსის ყველა წევრი თანაბრად იყო დაინტერესებული. ფიქრობდნენ, რომ რეგულარული დიალოგი საჭირო არ იყო. ყირიმმა ეს მიდგომა შეცვალა", - აღნიშნა აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner