logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დეპუტატები, რომლებიც საგამოძიებო კომისიაში მუშაობისგან თავს იკავებენ, გაყალბებულ არჩევნებზე ვეღარასოდეს ისაუბრებენ
- +

24 თებერვალი. 2021. 18:42

 

 

„დეპუტატები, რომლებიც საგამოძიებო კომისიაში მუშაობისგან თავს იკავებენ, გაყალბებულ არჩევნებზე ვეღარასოდეს ისაუბრებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

მისივე განმარტებით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობით დეპუტატები არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე გაჩენილი კითხვის ნიშნებისთვის პასუხის გასაცემად ყველა შესაძლებლობასა და ინსტრუმენტს მიიღებდნენ.

 

„სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა პარლამენტში თავიანთ მანდატს ახორციელებენ, ჯერჯერობით თავს იკავებენ საგამოძიებო კომისიაში შემოსვლისგან. ამით საკუთარ თავს ვერდიქტი გამოუტანეს იმ კუთხით, რომ ამის შემდეგ ისინი ვეღარასოდეს ისაუბრებენ გაყალბებულ არჩევნებზე. თუკი ოდესმე სადმე იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა, პირდაპირ დაედებათ დოკუმენტი, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჰქონდათ ყველა ინსტრუმენტი. საგამოძიებო კომისია არის მათთვის ხელისუფლების მიცემა, რომ გამოიძიონ ნებისმიერი საკითხი და ამაზე თქვეს უარი. თუ კი ამაზე უარს ამბობენ, ისინი გულწრფელი აღარასოდეს იქნებიან იმის განცხადებაში, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner