logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი წითელი ხაზი არის მარტივი და ეს წითელი ხაზი გადის სიმართლეზე
- +

24 თებერვალი. 2021. 18:46

 

 

„ჩვენი წითელი ხაზი არის მარტივი და ეს წითელი ხაზი გადის სიმართლეზე. ჩვენ მზად ვართ შევთანხდეთ, თუ რა არის ობიექტური სიმართლე, არა მხოლოდ ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ სიმართლედ ან ჩვენი ოპონენტები. საუბარია სიმართლეზე 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აისახა თუ არა ამ არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობის ნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპონენტები ამ მთავარ საკითხს გაურბიან და უარს ამბობენ საგამოძიებო კომისიაზე და დიალოგზე.

 

„ყველა ამ ფორმატიდან გაგვექცნენ, რადგან არ სურთ ამ სიმართლეზე საუბარი, ვინაიდან იციან, რომ ყველა ობიექტური დამკვირვებლის მონაწილეობით გამართული ასეთი სჯა-ბაასი სიმართლეზე, საბოლოდ დაადასტურებს, რომ ქართველმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ მისცა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, შეუძლია საგამოძიებო ფორმატი გამოიყენონ და თავად იყვნენ ამ კომისიის წევრები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner