logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა ოპოზიციაზე: აპელირებენ, რომ ევროინტეგრაციის გზას ჩამოვშორდით - თვითონ ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლის გზას
- +

24 თებერვალი. 2021. 18:46

 

 

„აპელირებენ, რომ ჩამოვშორდით ევროინტეგრაციის გზას, თვითონ როგორ ხედავენ, ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლას?!“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„პირადად მე, სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე განიმუხტოს ეს მდგომარეობა, ქვეყნის განვითარებისთვის არის ეს აუცილებელი. აპელირებენ, რომ ჩამოვშორდით ევროინტეგრაციის გზას, თვითონ როგორ ხედავენ, ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლას?! პარლამენტში უნდა იყვნენ და იქ უნდა გვესაუბრონ იმ საკითხებზე, თუ რამე არ მოსწონთ.

 

მე მინდა, ოპოზიცია იყოს პარლამენტში, რომელიც გამაკრიტიკებს. შეურაცხყოფის მოყენება ეს კიდევ სხვა საკითხია, რომელიც ჩვეულებრივი დღის წესრიგი გახდა და ნორმალურ ფაქტად არის აღქმული. ვერ განვვითარდებით, თუ არ გავერთიანდით ქვეყნის შიგნით. ერთი ერი ვართ და ერთიანობა ვერ მოხდება, ნაწილი თუ პარლამენტშია და ნაწილი - ქუჩაში. ზუსტად ეს არის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებს უნდა ვიღებდეთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner