logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: იმ პროცესებმა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში განვითარდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა
- +

24 თებერვალი. 2021. 19:01

 

 

„იმ პროცესებმა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში განვითარდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა. ჩვენ ვნახეთ ძალიან სერიოზული რეაქცია ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან. თქვენ როგორ გგონიათ, „ქართულ ოცნებას“ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის აკრიტიკებენ და „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ასეთი განცხადებები არ მოგვისმენია? ანუ, „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ ნიკა მელიას დაკავების გამო და პატიობენ ვითომ გაყალბებულ არჩევნებს? ეს ხომ უბრალოდ ტყუილია, მთელმა მსოფლიომ აღიარა არჩევნების შედეგები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, როცა დიალოგზეა საუბარი, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ოპოზიცია მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

 

„თუ ვინმეს არ უნდა პარლამენტში შესვლა, ნუ შევლენ, მაგრამ შევიდნენ და იმუშაონ საგამოძიებო კომისიაში. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის პირობა, რომ თუ დადასტურდება 1%-იანი ცდომილება და მთელი მსოფლიო გაიგებს ამას, ჩვენ გვექნება რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ყველაზე მოკლე გზა, რაზეც ოპოზიცია უარს ამბობს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner