„რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან შეწუხებული არიან, რომ სპეცოპერაციისას სისხლი არ დაიღვარა და გაშვებულ გაზზე და ერთხელ შესხმულ წიწაკის სპრეიზე აპელირებენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„თავად ამბობდნენ მუდმივად, რომ სისხლი დაიღვრებოდა, რომ კიდევ უფრო მეტად აწეულიყო ტემპერატურა.
გვემუქრებიან, რომ გაზაფხულზე ტემპერატურა აიწევს. გაზაფხულზე ტემპერატურა ისედაც აიწევს, სულ ყინვები და თოვლი არ იქნება. თუ დიალოგზეა საუბარი, მთელ მსოფლიოს ერთხელ და სამუდამოდ გავაგებინოთ, ან გამოვიძიებთ არჩევნებს თუ გაყალბდა ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს, ამ პირობას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“ და თუ არ გაყალბდა, როგორ ჩავატაროთ კიდევ უფრო უკეთესი არჩევნები იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციაზე საუბარი დასრულდეს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.