logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მიღწეული პროგრესი მალე მოუტანს პროგრესს ინტეგრაციის გზაზე
- +

9 ივლისი. 2016. 11:15



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დიდი იმედები გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ძალიან მალე მოუტანს მას მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის გზაზე.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჩართვისას მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტო ფაქტია ის, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში გაიმართა და მას ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა.


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახალი ნაბიჯები ეხება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ასევე სამხედრო ძალის შემდგომ განვითარებას ტრენინგებისა და სწავლების მიმართულებით.



„დღეს ჩვენ ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა, პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ყველა იმ ვალდებულებებისადმი, რომელიც აქვს ალიანსს საქართველოსთან მიმართებაში და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მხარდაჭერა 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ასევე დაფიქსირდა სრული მზაობა. რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს, კიდევ უფრო გაფართოვდეს წევრი ქვეყნების დახმარება საქართველოს მიმართ პრაქტიკული ნაბიჯების განვითარების კუთხით, რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და მივაღწიოთ არამარტო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, არამედ ამან კიდევ უფრო ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს. ეს კონკრეტული ნაბიჯები არის იმპლემენტაცია იმ პაკეტის, რომელიც საქართველოს აქვს და ასევე არის ახალი ნაბიჯები.

ეს ეხება ასევე ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის აფილირებას და ამისთვის სპეციალური ტრანსფონდის შექმნას, სადაც მოხდება ფინანსური ახალი კონტრიბუცია წევრი ქვეყნების მხრიდან, ეს ეხება სტრატეგიულ კომუნიკაციებში გაღრმავებულ თანამშრომლობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო იქნება მიწვეული და ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიულ განხილვებში. ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით და იმ პროცესებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა აღდგეს ნდობა და იყოს შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ხაზი გაესვა ასევე საქართველოს წარმატებულ იმპლემენტაციას და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აახლოვებს NATO -სთან. ძალიან დიდი იმედები გამოითქვა რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ძალიან მალე მოუტანს მას მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner