logo_geo
eng_logo
რა გახდა შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი - ნათია თურნავას განმარტება
- +

24 თებერვალი. 2021. 21:41

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე ყოფილა. საკითხზე მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

"დღეს ჩვენ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გახსნა და შემსუბუქება დავაანონსეთ. ვაკვირდებოდით დადებითობის მაჩვენებელს. დღეის მდგომარობით, დაბალი დადებითობის მაჩვენებელი და კლებადი ტენდენცია დღიური ინფიცირების, არის ის საფუძველი, რამაც მოგვცა საშუალება უფრო მასშტაბური გახსნა ყოფილიყო. 10 სხვადასხვა შემსუბუქება დაანონსდა დღეს. რაც შეეხება ცალკეულ დარგებს, ზამთრის კურორტები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა იყო და მათთან კომუნიკაცია გვქონდა. იქ, სადაც სეზონი უფრო ხანგრძლივია, მაგალითად, ბაკურიანში, გუდაურში და მესტიაში, ეს არ არის მათთვის მსუბუქი შემსუბუქება.

 

ასევე, ის რომ ხვალიდან იხსნება სასტუმროები და 8 მარტიდან საბაგიროები, მარტივი ახსნა აქვს, რადგან ტრასას მომზადება სჭირდება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner