logo_geo
eng_logo
ისრაელის მთავრობას უფლება ექნება, გაავრცელოს იმ მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებენ
- +

24 თებერვალი. 2021. 23:21

 

ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, მთავრობას ექნება უფლება, გამოიყენოს და გაავრცელოს იმ მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ.

 

ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას და განათლების სამინისტროს კანონი მისცემს საშუალებას, მიიღოს იმ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები, ვინც ვაქინას არ გაიკეთებს. მონაცემებს შორის იქნება მოქალაქეთა სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები.

მათივე განმარტევით,  ეს მისცემს საშუალებას სამთავრობო უწყებებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდონ კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც ჯერ არ არის აცრილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner