ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, მთავრობას ექნება უფლება, გამოიყენოს და გაავრცელოს იმ მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ.
ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას და განათლების სამინისტროს კანონი მისცემს საშუალებას, მიიღოს იმ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები, ვინც ვაქინას არ გაიკეთებს. მონაცემებს შორის იქნება მოქალაქეთა სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები.
მათივე განმარტევით, ეს მისცემს საშუალებას სამთავრობო უწყებებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდონ კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც ჯერ არ არის აცრილი.