logo_geo
eng_logo
შტუტგარტის სკოლებში ლგბტ საკითხების სწავლების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა
- +

4 მარტი. 2016. 11:17



საპროტესტო აქციები გერმანიის ქალაქ შტუტგარტში - მოსახლეობამ სკოლის პროგრამაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ახალი პროგრამის შეტანის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა.


აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა „ქორწინებისა და ოჯახისთვის" აქტივისტები. მათი მოწინააღმდეგეები - ლგბტ აქტივისტები აქციისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ.


ფონდ „ქორწინებისა და ოჯახისთვის" წარმომადგენელმა ნორბერტ ნოიჰაუსმა განაცხადა, რომ ლგბტ იდეოლოგიის სკოლაში დამკვიდრების წინააღმდეგია:


„ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სკოლაში საკუთარი იდეოლოგიის დამკვიდრებას ცდილობენ. ბევრი მშობელი ამის წინააღმდეგ გამოდის", - განაცხადა ნორბერტ ნოიჰაუსმა.


პოლიციასთან შეტაკების დროს 18 ადამიანი დაშავდა.




 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner