logo_geo
eng_logo
დასავლეთ საქართველოში ამ დროისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს
- +

9 ივლისი. 2016. 11:26


სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოში ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.


როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება ხორციელდება და მობილიზებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.


„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და კავშირზეა ყველა დაზარალებული ტერიტორიული ერთეულის თვითმმართველობის ორგანოსთან და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სტიქიური პროცესების ანალიზი და აუცილებელი რესურსების მობილიზება.

8-9 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სოფლები. კერძოდ, წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, მათ შორის მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო სისტემები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ადგილობრივი თვითმმართველობის, სამაშველო სამსახურების და პოლიციის კოორდინირებული ქმედებების შედეგად განხორციელდა რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია. ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული მომენტისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner