logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მესმის ბიზნესის პრეტენზიები, მაგრამ ცვალებადი ეპიდვითარება არ გვაძლევს საშუალებას გრძელვადიანი გეგმა დავდოთ
- +

25 თებერვალი. 2021. 01:16

 

 

"ის ფაქტი, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ვაქცინაცია დაიწყება მალე, თუმცა დასჭირდება გარკვეული დრო და ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორი გვაქვს, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ გრძელვადიანი გეგმა დავდოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დადგენილ წესებს მოქალაქეები დაიცავენ.

 

„მე ძალიან კარგად მესმის, როგორც ეკონომიკის მინისტრს, რომ ბიზნესს სჭირდება უფრო გრძელვადიანი გეგმა, რომ უფრო განჭვრეტადი იყოს მათი საქციელი, მესმოდა თქვენს ეთერშიც პრეტენზიები, მაგრამ პანდემია და ცვალებადი ეპიდვითარება არის სწორედ ის გარემოება, რის გამოც გრძელვადიანი გეგმის დასახვა ძალიან რთულია.

 

არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, გვხვდება ხოლმე წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები, როდესაც ჯერ ხდება შემსუბუქება და მოკლე დროის შემდეგ, კვლავ ხდება შეზღუდვის დაწესება. დიდი იმედი მაქვს, რომ შემსუბუქებას შევინარჩუნებთ, სწორად ვისარგებლებთ ამ თავისუფლებით და ყველანი დავიცავთ დაწესებულ წესებს. დღეს გარანტია არ გვაქვს, რომ ეპიდვითარება არ გაუარესდება. ეს არის გარკვეული რისკი, ამ რისკზე მივდივართ იმის გამო, რომ ეკონომიკას სჭირდება ჟანგბადის ჩასუნთქვა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე პრიორიტეტი, ეს არის ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება და პანდემიასთან ბრძოლა და, ამავდროულად, ეკონომიკის გაჯანსაღება, ახლა დადგა ეკონომიკის დრო,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner