logo_geo
eng_logo
ნინო გელაშვილი: წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა უდანაშაულო ბუტა რობაქიძე ქუჩაში დახვრიტეთ, სანდრო გირგვლიანი აწამეთ და მოკალით
- +

25 თებერვალი. 2021. 01:54

 

 

ვიღაცეები რომ წერენ თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდაო; დროშა მაშინ აფრიალდა, როცა 2003 წლის 23 ნოემბერს ივანოვმა ჩამოგაკითხათ!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა გლდანის ეკლესია "გრუზოვიკებით" შეანგრიეთ და ხალხი დაარბიეთ!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა უდანაშაულო ბიჭი ბუტა რობაქიძე ქუჩაში დახვრიტეთ!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა საქართველოს პრემიერი მოკალით და მერე ტელევიზორის ყუთით, სხვაგან მიიტანეთ, მეორე მსხვერპლთან ერთად!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა სანდრო გირგვლიანი აწამეთ, მოკალით და ხევში გადააგდეთ! მერე დედამისი გაწირეთ და მოკალით!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, შვილიშვილებთან მიმავალი გურამ შარაძე, ქუჩაში რომ ჩაცხრილეთ და მერე სხვას დააბრალეთ მისი მკვლელობა!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა ციხე გამოტენეთ, ციხეში აწამებდით, ციხეში კლავდით!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა ჩამშვების ინსტიტუტი, დასმენა (მეთოდები ხომ არ გეცნობათ!) დაამკვიდრეთ საქართველოში და ხალხს ერთმანეთის მიმართ ზიზღი ჩაუნერგეთ!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა რუსეთს სტატეგიული ობიექტები ჩააბარეთ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს!

წითელი დროშა მაშინ აფრიალდა, როცა 2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხდით, გაწირეთ მებრძოლები, იქ მცხოვრები ხალხი, სამაჩაბლო და კოდორის ხეობა ხონჩით მიართვით რუსეთს და მერე რუსთაველზე " დიადი გამარჯვება" იზეიმეთ და თან ამ მირთმეულ საჩუქარს " სულ რაღაც 160 ქვის გროვა" უწოდეთ!

წითელი დროშა, ძიაძია წიმურს და მის ოჯახს დიდი ხნის აფრიალებული ჰქონდა და აქვს, სიმბლოც მათი ზუსტად წითელი ფერისააა!

წითელდროშა აფრიალებულებო, თქვენ უკვე დიდი ხანია თქვენის აზროვნებით და ნაცკერპთაყვანისმცემლობით უკვე სსრკში ბრძანდებით და ის დროა ჰიმნად " სოიუზ ნერუშიმიი" იმღეროთ❗

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner