მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დროის გარკვეულ მონაკვეთში შეფერხებული იყო კახეთის რეგიონშიც. ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებს დავით მოსიაშვილი ავრცელებს, რომელიც თელავიდან თბილისში მგზავრობდა. ის საპატრულო პოლიციას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
„ზოგადად როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ძალიან კომფორტისტი ვარ და ასევე კარგად ვიცი ,,შორი გზიდან მოუარე შინ მშვიდობით მიდი" და წამოვედი თბილისში ,,გურჯაანზე".
ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ასე საშინლად არასდროს მიმგზავრია, დაახლოებით 3.5 საათი ვიყავი გზაში, დაძაბულობისგან 5 კგ-ც დავიკელი - მჭირდებოდა.
თოვლი, ნისლი, ყინული.
პიკი იყო საგარეჯოსთან შემოსავლელ გზაზე, ისიც კი გამეფიქრა რომ დავმთავრდი. აღმართზე მანქანები აქეთ იქეთ სრიალებდნენ. ზოგი იქეთ, ზოგიც აქეთ - ნუ მძღოლს ამას არავინ ეკითხებოდა, იდგა კოლონა, იძულებით გავჩერდი მეც და დაძვრისას ორი სრული ,,კრუგიც" გავაკეთე ღერძულა ხაზზე, სრიალ-სრიალით. იმას კი აღარ ვფიქრობდი რამეს არ დაარტყა, აი მანქანებს რომ არჩევ ზომებით, რომელი გირჩევნია, რომ ნაკლებად დაზიანდე.
ამდენი მანქანებს ორი ეკიპაჟი პატრული გვპატრონობდა, არ ვიცი რომელი განყოფილების ბიჭები იყვნენ მაგრამ მათმა მოქმედებამ გულიც კი ამიჩუყა. საშინელ ამინდში მანქანიდან გადმოსულები ისე ზრუნავდნენ თითოეულ ავტომობილზე:
მძღოლებს აძლევდნენ რჩევებს,
ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს,
აღმართზე ასვლაში ხელის მიწოლით ეხმარებოდნენ...
სულ 4 ადამიანი და უამრავი მოცურებული მანქანა...
ჩამოთვლითაგან არცერთი არ მგონია მათი სამსახურეობრივი მოვალეობა.
ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თვითგადარჩენის ინსტიქტი მაქსიმალურად გააქტიურებული იყო გამეფიქრა, რამხელა შეცდომაა ხოლმე ერთი არასწორის გამო, მთელი მუნდირის ლანძღვა-გინება.
არ ვიცი ვინ იყვნენ, მაგრამ ჩემგან უდიდესი მადლობა ამ ოთხეულს.
პ.ს. ხვალ უკან უნდა დავბრუნდე აუცილებლად და იმედია საღამოს ისევ შემეძლება რამე დავწერო ხო, ჩემს ჭიჭიკოსაც მადლობა იმედები რომ არ გამიცრუვა“, - წერს მოსიაშვილი.
https://www.facebook.com/100010918263303/videos/1341611719546091