logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: იქნება მეტი ძალა, მეტი სწავლება ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში
- +

9 ივლისი. 2016. 11:53


NATO-ს  გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, ოქტომბერში NATO-ს თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ NATO-ს  საზღვაო და საჰაერო კომპონენტების გაძლიერებაზე შავი ზღვის რეგიონში.


სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები ასევე  შეთანხმდნენ შავი ზღვის რეგიონში NATO-ს  სახმელეთო ყოფნის გაფართოებაზე, რაც მოხდება რუმინულ-ბულგარული ბრიგადის შექმნით.


 „შევთანხმდით, ვთხოვოთ ჩვენს სამხედრო დამგეგმარებლებს, გაგვიწიონ კონსულტაციები ოქტომბერში დაგეგმილ NATO-ს  თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რათა გავარკვიოთ, როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ყოფნა არა მხოლოდ ხმელეთზე, რადგან ეს ბრიგადებს დაევალებათ, არამედ საჰაერო და საზღვაო სივრცეში.

დღეს ჩვენ შევთანხმდით ჩვენი ყოფნის გაფართოებაზე, რომელიც დაეფუძნება რუმინულ-ბულგარულ ბრიგადას. იქნება მეტი ძალა, მეტი სწავლება ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner