logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა უცხოელებს აშშ-ში შესვლის ნება დართო
- +

25 თებერვალი. 2021. 11:53

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ექს-პრეზიდენტის დონალ ტრამპის კიდევ ერთი ბრძანებულება გააუქმა, რომელიც გარკვეული კატეგორიის უცხოელებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავდა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

გასული წლის აპრილში ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც კორონაპანდემიის პირობებში, ამერიკული შრომის ბაზრის რისკებისგან დასაცავად, ქვეყანაში უცხოელების შესვლას კრძალავდა. მოგვიანებით ტრამპმა ეს განკარგულება ორჯერ განაახლა.

 

ბაიდენის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ იცავდა აშშ-ის ინტერესებს და მას ზიანს აყენებდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner