logo_geo
eng_logo
რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ გაიაფდა
- +

25 თებერვალი. 2021. 12:42

 

​რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ის ფასი დაწია. ამიერიდან ის 2 ათასი რუბლის ნაცვლად 866,81 რუსული რუბლი (40 ლარამდე) ეღირება.

 

როგორც უწყებაში განაცხადეს, ფასი დაწევა ვაქცინის წარმოების ოპტიმიზაციას და გაუმჯობესებას უკავშირდება, ასევე მისი მოცულობის ზრდას.

 

„ვაქცინის წარმოება სახელმწიფოს მიერ სოციალურ დაკვეთას წარმოადგენს. ხაზს ვუსვამთ, რომ ფასი ვრცელდება მხოლოდ იმ ვაქცინაზე, რომელიც გამოყენებული იქნება იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“, – განმარტეს უწყებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner