„Check in Georgia"-ს ფარგლებში დღეს სამ რეგიონში კონცერტები გაიმართება.
19:00 საათზე, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში გაიმართება ნუცა ბუზალაძის, ქეთი ორჯონიკიძის, გიორგი სუხიტაშვილის, გიორგი ნადიბაიძის, მარიტა როხვაძისა და „KOKA & T. BLUES MOB-ის კონცერტი.
ასევე 19:00 საათზე, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარსდგებიან ჯგუფი „ფრანი" და რობი კუხიანიძე ბენდით.
კიდევ ერთი რეგიონული კონცერტი ხვალ, 9 ივლისს, 19:00 საათზე რუსთავში გაიმართება, სადაც ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში რუსთაველი მსმენელის წინაშე ვაჟა მანია, ბოკა კვეკვესკირი, თიკა ჯამბურია, გვანცა ზაქარეიშვილი, „GOOFYLAND" და რუსთავის ჯაზ-ბენდი წარსდგებიან.
აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ოთხი გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.