logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას
- +

25 თებერვალი. 2021. 13:38

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

 

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, გამოდით რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

 

„სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა ხელისუფლების თავდასხმებს არმიაზე, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ხელისუფლების არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner