logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ყოველდღიური სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს
- +

25 თებერვალი. 2021. 14:16

 

„მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, კიდევ წელი-წელიწადნახევარი“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „მაესტროსთან“ ინტერვიუში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტის გამოშვებას ზაფხულისკენ ელოდება.

 

„ასევე მე მაინც მგონია, რომ ეს ვირუსი დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც ალბათ გვიან გაზაფხულზე-ზაფხულში გამოჩნდება უკვე პირდაპირი მოქმედების წამლები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ უნდა შეიქმნას ილუზია კორონავირუსის დამარცხების შესახებ.

 

„ქვეყანაში ყოველდღიური სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ (ამას ყოველთვის „მაგრამს“ ვუმატებ) ეს თვითდამშვიდების არავითარ საფუძველს არ გვაძლევს. არავითარი თვითდამშვიდება, რომ იგივე შეცდომა არ მოგვივიდეს, რაც ზაფხულში დავუშვით - შევიქმენით ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ შორია“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner