შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ზუგდიდის სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.