ქუთაისში მოსკოვის ქუჩას სახელი გადაერქვა და შინდისის გმირების სახელი ეწოდა. პირველი სამისამართო აბრა ერთ-ერთ სახლზე დღეს შინდისის ბრძოლის მონაწილემ, ტრისტან ჩიტიძემ შვილებთან ერთად განათავსა.
აღნიშნული ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ, 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.
შინდისის გმირების ქუჩაზე დღეს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რამაზ ჩხიკვაძე, თემურ ნადირაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.