logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობს
- +

25 თებერვალი. 2021. 15:32

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან მივიდა და მსვლელობაში მონაწილეობს. მოგვიანებით ფაშინიანი შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.

 

მედიის ინფორმაციით, ფაშინიანის მხარდამჭერების მსვლელობის პარალელურად, ოპოზიციურმა ძალამ „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ მოქალაქეებს მოუწოდა, 15:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

 

შეგახსენებთ, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

 

განცხადებაში, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი აწერს ხელს, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობიდან გადადგომას ითხოვენ.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პრემიერსა და მთავრობას არ შესწევთ უნარი, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები“. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერის მოთხოვნით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლება, რაც პრეზიდენტმა დააკმაყოფილა.

 

მოგვიანებით, ფაშიანმა ასევე გამოსცა ბრძანება გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გადაყენებას შესახებაც, თუმცა პრეზიდენტს აღნიშნულ ბრძანებაზე ამ დრომდე არ აქვს ხელი მოწერილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner