-
+
25 თებერვალი. 2021. 16:09
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, სომხეთში გადატრიალების მცდელობას გმობს.
„თურქეთი ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობების წინააღმდეგია. ეს სომხეთში განვითარებულ მოვლენებსაც ეხება“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებასთან კონტაქტი არ ჰქონია.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.
წყარო :