logo_geo
eng_logo
დმიტრი მედვედევმა თურქეთთან ჩარტერული ავიარეისების განახლების განკარგულება გასცა
- +

9 ივლისი. 2016. 12:17


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა თურქეთთან ჩარტერული ავიარეისების განახლების განკარგულება გასცა. მედვედევის ბრძანებით, მთავრობას ერთკვირიანი ვადა მიენიჭა, რომ თურქეთში ჩარტერული რეისების განახლების გეგმა წარადგინონ.

რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგევრდზეა აღნიშნულია, რომ შესაბამისი განკარგულება  ტრანსპორტის, კულტურის, საგარეო საქმეთა სამინისტროებმა და სხვა უწყებებმა მიიღეს.

ვლადიმირ პუტინმა თურქეთის ტურისტული საგზურების გაყიდვაზე შეზღუდვა 30 ივნისს გააუქმა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ჩარტერული ავიარეისები 7 ივლისს განახლდებოდა. თუმცა რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ავიარესიების განახლება შეუძლებელი გახდა მთავრობის შესაბამისი დადგენილების არარსებობის გამო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner