logo_geo
eng_logo
ვახტანგ მჭედლიშვილმა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ებანოიძე დაასახელა
- +

4 მარტი. 2016. 11:20



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და სამოქალაქო კოლეგიის ხელმძღვანელი გიორგი ებანოიძე დაასახელა.



ამავე თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიერ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.



ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოში პრეზიდენტის კვოტით არის წარდგენილი.

ვახტანგ მჭედლიშვილმა კოლეგიების ხელმძღვანელობის კანდიდატურებიც წარადგინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner