logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გავრილოვს ახლახან ბოდიში მოუხადა ერთ-ერთმა პარტიის ლიდერმა, რომელიც შალვას ფანჩატურში წამყვანი პირია
- +

25 თებერვალი. 2021. 18:30

 

„გავრილოვს, რომელსაც თავის ქვეყანაში არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვს, ახლახან ბოდიში მოუხადა ერთ-ერთმა პარტიის ლიდერმა, რომელიც შალვას ფანჩატურში წამყვანი პირია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რითი შეიძლება დაახასიათო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, თუ არა ევროკავშირში ინტეგრაციის იმ ხარისხით, რაც არასდროს ყოფილა.

 

„ჯერ ერთი, არასერიოზულად ვჩანვართ, გავრილოვი, რომელსაც თავის ქვეყანაში არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვს, ბოდიში ახლახან ბოდიში მოუხადა ერთ-ერთმა პარტიის ლიდერმა, რომელიც შალვას ფანჩატურში წამყვანი პირია. ერთი ნაბიჯი მაინც დაასახელონ, რომელიც არ იყო საოკუპაციო სტრატეგიის წინაპირობის შემქმნელი, ამის მოწმე ვართ და დოკუმენტებიც არსებობს, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებებს გადავხედოთ, ამერიკის შეერთებული შტატების თუ ევროკავშირის განცხადებებს არა, მომართვებს, სამუშაო პროცესს. რითი შეიძლება დაახასიათო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, თუ არა ევროკავშირში ინტეგრაციის იმ ხარისხით, რაც არასდროს ყოფილა. თუ არა ადამიანის უფლებების დაცვით, რომელიც საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი, რაც მთავარი სტანდარტია ჩვენი საერთაშორისო და დასავლური პოლიტიკური კულტურის. ადამიანებს აწამებდნენ, კლავდნენ, ქონებას ართმევდნენ. ეს თემები ყველაფერი შეადარონ ერთმანეთს. „ევროპული საქართველო“ დაირქვეს ადამიანებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამაში, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner