logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ოპოზიციას: ყურადღებით იყავით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესები და მერე დანარჩენი
- +

25 თებერვალი. 2021. 19:51

 

„ყურადღებით იყავით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესები და მერე დანარჩენი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„თუ ჩვენ გვიწესებენ სანქციას უნდა უხაროდეთ, დიმპიტაურს უნდა უკრავდნენ. ქვეყანა რომ გავიყვანეთ ამ დონეზე, როდესაც ჩვენ გავხდით დასავლეთის ნაწილი, ნატო რომ შემოვიდა, ევროკავშირის ასოცირება, როდესაც ყველაფერმა ამან მუშაობა დაიწყო, ზუსტად მაშინ მოხდა ყველაფერი რაც დღეს ხდება?!. არ უშველა ფაროსანამ, არ დააწესეს სანქციები, არც იმ კონგრესმენების „შემოტევამ“, რომლებიც „ფრონტერას“ ასე ლობირებდნენ, არ უშველა ამ კოვიდმა. ხომ ყველა მოწმე ვიყავით, რომ კოვიდიდან ოპოზიციას როგორ უნდოდა თავად გამოეტანათ სარგებელი. არ უშველა ამან არაფერმა.

 

მე არ ვამბობ, რომ იმ ხალხს, იმ გულუბრყვილო ადამიანებს, ვინც აქციებში იღებენ მონაწილეობას ეს სრული ინფორმაცია აქვთ და მაინც რუსულ წისქვილზე ასხამენ წყალს, მაგრამ საკმარისია 2 ადამიანი, ვისაც ასეთი მეთოდით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ბევრი ადამიანი აიყოლიონ. ყურადღებით იყავით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესები და მერე დანარჩენი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner