logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა სამყარო შეაზანზარა
- +

25 თებერვალი. 2021. 20:16

 

„კორონავირუსისგან მსოფლიომ ბევრი რამ ისწავლა, 2020 წელი განსაკუთრებულ წელი იქნება მსოფლიო ისტორიაში. ამ ვირუსმა სამყარო შეაზანზარა და შეარყია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

„საქართველოში, კორონავირუსმა საზოგადოების ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები და ძვრები გამოიწვია.

გვასწავლა ერთი მხრივ ძალიან დიდი სოლიდარობა. მახსოვს გაზაფხულზე საზოგადოება როგორი სოლიდარული იყო - ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ვირუსი. მაშინ შიშველი ხელებით ვებრძოდით ვირუსს.

ზოგს თავიდან ეს ვირუსი ჩვეულებრივი სურდო ეგონა, მერე ეგონათ ზაფხულში, დათბობასთან ერთად ვირუსი გაქრებოდა, არადა, თურმე ირკვევა, რომ ეს საკმაოდ ვერაგი რამაა. ახლა პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზული საკითხი გახდა. ამ ვირუსისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და სერიოზული გამოცდილება მივიღეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner