logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: ვიმედოვნებ, საქართველო სულ უფრო მიუახლოვდება დასახულ მიზანს
- +

9 ივლისი. 2016. 12:31


„საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ არის აქტიური და სანდო მოკავშირე. ამიტომ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა",- ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ვარშავაში, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ლინკევიჩუსის განცხადებით, საქართველოს სტატუსი NATO-ში მკაფიოა და შემდეგი ნაბიჯი NATO-ს წევრობა უნდა იყოს. ასევე ლინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იქნება ქვეყნის გამოცდა და მნიშვნელოვანი ეტაპი.


 

„საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი მინიჭებული აქვს. პრაქტიკულად მას მეტი არაფერი სჭირდება. არსებობს NATO-საქართველოს კომისია, საპასუხო მექანიზმი, მხარდამჭერი პაკეტი. ახლა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან ძალისხმევა უფრო აქტიური გახდეს, უფრო ინტენსიურად ჩატარდეს წვრთნები, კრიზისების მართვის სწავლებები, სადაც ჩვენი სამხედროები ერთად შეძლებენ მონაწილეობას. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ არის აქტიური და სანდო მოკავშირე. ამიტომ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ეს სტატუსი მკაფიოა - ალიანსის მომავალი წევრი, მომავალი ნაბიჯი წევრობა უნდა იყოს, ეს დროსთან არის დაკავშირებული. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მე ვნახე, რომ საქართველოს მხრიდან მოტივაცია არსებობს. ყველა კოლეგა ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი. ვიმედოვნებ, რომ საქართველო სულ უფრო მიუახლოვდება დასახულ მიზანს", - განაცხადა ლინკევიჩუსმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner