logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ნათია მეზვრიშვილზე: 20 ივნისი მის მიერ შეფასებულია, ეს შეფასება დაარქივებულია, მას ვერავინ წაშლის
- +

25 თებერვალი. 2021. 22:10

 

„20 ივნისი მის მიერ შეფასებულია, ეს შეფასება დაარქივებულია მას ვერავინ წაშლის, დღეს საპირისპირო განცხადებები არ ვიცი რას შეიძლება უკავშირდებოდეს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თეა წულუკიანი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებებს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

 

„რასაკვირველია, ადამიანებმა შეიძლება შეიცვალონ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები, პოზიციებიც, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, მაშინ, როდესაც ქალბატონი ნათია მინისტრის მოადგილის და შემდეგ უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რანგში 20 ივნისთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა, მაშინაც ეს კანონი და სტანდარტები მოქმედება, რომლებიც ახლა მოქმედებს, როდესაც ის ამ განცხადებას აკეთებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა უკან დახია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner