logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი რეგიონებში სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას ეცნობიან
- +

9 ივლისი. 2016. 12:37


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა. პრემიერ-მინისტრმა, სტიქის გამო, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო.

სოფელ სულორში სტიქიის შედეგად 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. პრემიერი სოფლის მცხოვრებლებსაც ესაუბრა და დახმარებას დაჰპირდა.

ვანის  შემდეგ, გიორგი  კვირიკაშვილი ვითარებას სამეგრელოს რეგიონშიც გაეცნობა. პრემიერთან ერთად ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც იმყოფება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner