logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: დანარჩენი მედიასაშუალებების წარმომადგენელი ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება "მოსული“ ამბავი ყოფილა...
- +

26 თებერვალი. 2021. 01:38

 

 

ჟურნალისტებზე მორალური და ფიზიკური ანგარიშსწორების წახალისება ბევრად დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ რადგან ნიკა მელიას და სხვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჭრილში განიხილავენ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს, არც ეს ამბავი არ უნდა დავივიწყოთ. 2016 წლის წერილია მოყვანილი. „ნაციონალური  მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკანორ მელია ჟურნალისტებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამ ამბავმა ძალიან  უემოციოდ  და ურექციოდ ჩაიარა... საუბედუროდ (!) შეირგო ყველა მხარემ!

 

 

მერე "ტრენდად" იქცა ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება. (გიგი უგულავაც არ დავივიწყოთ, რუსა შელიას რომ თავს დაესხა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს ბოდიშს იხდიდა "რეაქციის" ეთერში, მაგრამ შელიას ამბავზე თუ კიდევ სხვა შემთხვევას გულისხმობდა, არ ვიცი). არც ერთი შემთხვევა არ არის ერთმანეთზე ნაკლები ვახო სანაიას გუშინდელი თავდასხმის ჩათვლით, ყველა შემთხვევა ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია რა არის იცით? - აუცილებლად "ფორმულას", "მთავარის", "ტვ პირველის" ჟურნალისტი უნდა იყოს შემთხვევის ეპიცენტრში, რომ ეს ხმამაღლა გააპროტესტონ კოლეგებმა, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. დანარჩენი მედიასაშუალებების წარმომადგენელი ჟურნალსიტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება "მოსული ამბავი" ყოფილა.

 

 

ეს ორმაგი სტადარტებია პირველ რიგში დასაგმობი და ყველა პრობლემას ეშველება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner