logo_geo
eng_logo
ირინა ბათიაშვილი: აგრესიული ოპოზიციური ფრთის მხრიდან ხდება ძალადობის პროპაგანდა, რაც კანონით დასჯადია
- +

26 თებერვალი. 2021. 01:54

 

„აგრესიული ოპოზიციური ფრთის მხრიდან ხდება ძალადობის პროპაგანდა, რაც კანონით დასჯადია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირინა ბათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„ეს ჩვენს კონსტიტუციაში, მე-60 მუხლში გვაქვს მოცემული და ხელისუფლებას ვთხოვ, გამოიყენოს ეს უფლება და ვალდებულება, რაც მინიჭებული აქვს.

ეს შეუძლია პრეზიდენტს, ან პარლამენტს, რომ სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს იმ პარტიების ქმედებების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ძალადობის პროპაგანდას ეწევიან და ძალადობას პირდაპირ ტირაჟირებენ. ეს კანონით იკრძალება, ჩემი მოგონილი არ არის და არაკონსტიტუციურად უნდა იქნან ცნობილი ის პარტიები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ ფეხქვეშ მიწას დაწვავენ და დაგვთვლიან“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner