logo_geo
eng_logo
ინდოეთში სავაჭრო ცენტრის დანგრევის დროს სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა
- +

9 ივლისი. 2016. 13:04


„BBC"-ს  ცნობით, ინდოეთის ქალაქ მირუთში მუშებმა სავაჭრო ცენტრის დანგრევა დაიწყეს და  იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია არ მოახდინეს, რის შედეგადაც მრავალსართულიანი შენობის დანგრევის დროს სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ამჟამად მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მომხდარის გამო ქალაქის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, შენობა უკანონოდ იყო აშენებული და დანგრევას ექვემდებარებოდა.

როგორც BBC იტყობინება, უცნობია, თუ რატომ არ განხორციელდა შენობაში მყოფი ადამიანების წინასწარი ევაკუაცია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner