logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ერის და ბერის წინაშე დამანაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს, ფინალი ეს იქნება
- +

26 თებერვალი. 2021. 02:56

 

 

 „როდესაც ახალი ეროვნული იდეა გაჩნდება და საზოგადოების შერწყმის და ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება, ის ხუთასი ათასი ადამიანი, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, დაფიქრდება და ამ პროცესში შემოვა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეები ამ პროცესში ვერ შემოვლენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ პირველი არხის ეთერში.

 

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კოდორის ხეობა, ახალგორი და გაყიდეს დავით გარეჯი. როგორ შეიძლება, მათ საერთოდ დაველაპარაკოთ? ეს დამთავრებული ამბავია“, – აღნიშნა ხოფერიამ.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს და ვიდრე ეს არ მოხდება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირი დიალოგი ვერ შედგება.

 

„ის ერის და ბერის წინაშე დამანაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს. ფინალი აი, ეს იქნება“, – განაცხადა ხოფერიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner