საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდ-პასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ
-
+
26 თებერვალი. 2021. 10:19
საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდ-პასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ, რაც, მათივე განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ BBC წერს.
ასეთ დოკუმენტს, სავარაუდოდ, ის ადამიანები მიიღებენ, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ გაკეთებული და ისინი ევროკავშირში მოგზაურობას თავისუფლად შეძლებენ.
საფრანგეთი და გერმანია მიიჩნევენ, რომ ასეთი დოკუმენტები შეიძლება ნაადრევი იყოს, რადგან ვაქცინების ეფექტურობის შესახებ მონაცემები არასრულია.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება.
წყარო :