logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის
- +

9 ივლისი. 2016. 13:05


დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება. ამის შესახებ ვანის რაიონის სოფელ სულორში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვითარების შესწავლის დროს განაცხადა.


„მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასტრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ. ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები აქვს ინფრასტრუქტურიული თვალსაზრისით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner