logo_geo
eng_logo
აშშ-მა სირიაში ავიადარტყმა განახორციელა
- +

26 თებერვალი. 2021. 10:50

 

 

აშშ-მა სირიაში, ერაყის საზღვართან, პროირანული მეამბოხეების ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „Washington Post“ ავრცელებს.

 

მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ ავიადარტყმის შედეგად შიიტური დაჯგუფების ობიექტების ინფრასტრუქტურა განადგურდა. პენტაგონში განაცხადეს, რომ ეს არის პასუხი ბოლოდროინდელ თავდასხმაზე, რომელიც ერაყში ამერიკულ და კოალიციურ ჯარებზე განხორციელდა.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ამერიკელი სამხედროები ერაყული მხარის სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობოდნენ და დარტყმის სიზუსტეში დარწმუნებულები არიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner