logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა შესაძლოა COVID-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს
- +

26 თებერვალი. 2021. 11:25

 

 

ევროკავშირმა შესაძლოა კოვიდ-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ​განაცხადა. კერძოდ, საუბარია კომპანია „ასტრაზენეკაზე".

 

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ კომპანიები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ და ვაქცინის მიწოდებას ისევ ვერ უზრუნველყოფენ, მაშინ მათი ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება.

 

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ასტრაზენეკასთან" ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალურ სამიტზე ციფრული ე.წ. კოვიდპასპორტების შემუშავების საკითხიც განიხილეს.

 

ანგელა მერკელის განცხადებით, შესაბამისი სერტიფიკატები ზაფხულამდე იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner