logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: სინდისი რომ ჰქონდეთ, დიდგორს ახლოს არ უნდა გაეკარონ...
- +

9 ივლისი. 2016. 13:07


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „რეპორტიორთან" „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობასთან დაკავშირებით საუბრობს. ნიშნიანიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად  ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყო.


„ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართველ ხალხს ფაქტობრივად გენოციდი მოუწყო. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, ისინი საერთოდ ახსენებდნენ ქართველი ხალხის გამორჩეული გმირის დავითის სახელს და უდიდესი გამარჯვების ადგილს დიდგორს?! საერთოდ ახლოს არ უნდა გაეკარონ დიდგორს, რომ ჰქონდეთ სინდისი და შუბლის ძარღვი",- განაცხადა ნიშნიანიძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner