logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია სტიქიისგან დაზარალებულ სამეგრელოში იმყოფება
- +

9 ივლისი. 2016. 13:14


„ინტერპრესნიუსსის" ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელოში იმყოფება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველა მინისტრი რეგიონშია გასული. ასევე დანელიამ განაცხადა, რომ სამეგრელოში დატბორვის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და წყლის დიდი მასა კვლავ მოდის.

მისივე თქმით, სენაკში დაახლოებით  2000 ჰექტრამდეა დატბორილი, ვინაიდან დიდი რაოდენობით წყალმა დამბა დააზიანა. ასევე არის ინფრასტრუქტურული ზარალი, მათ შორის, ხიდები, სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამჟამად ადგილზე იმყოფება შესაბამისი სამსახურები და ხიდების, გზების გაწმენდა მიმდინარეობს.



 

„მე სამეგრელოში ვიმყოფები. ვარ მარტვილში, ვიყავი აბაშაში და მივდივარ სენაკში. პრინციპში, ყველგან საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან ძალიან ძლიერი სტიქია იყო. დატბორილია დიდი მასივები - საუბარია ათასობით ჰექტარზე, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურებაა მსხვერპლი - ის, რომ ახალგაზრდა ადამიანი და მაშველი დაიღუპნენ.

საკმაოდ მძიმე სურათია. მუშაობს კომისია ადგილზე. ყოველ 10 წუთში განახლებულ ინფორმაციებს ვიღებ. დიდი ოდენობის ზარალი იქნება. ძირითადად ეს იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულებები, რადგან რამდენიმე ხიდია წაღებული.

ყველაზე დიდი ტრაგედია ეს ორი გარდაცვლილი ადამიანია. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. დანარჩენს ყველაფერს ეშველება", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" დანელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner