„აზერბაიჯანმა სომხეთურ მხარეს ყველა სამხედრო ტყვე დაუბრუნა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ადრე სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე დავუბრუნეთ. ისინი, ვინც ახლა რჩებიან, დივერსანტები არიან. სომხეთისა და სხვა ქვეყნების ნებისმიერი სპეკულაცია უადგილოა“, - განაცხადა ალიევმა.