იენს სტოლტენბერგი: NATO-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებებია
-
+
26 თებერვალი. 2021. 14:13
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-სა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეები რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებებია.
აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
„NATO-სთვის ამ პანდემიის დროს მთავარი ამოცანა იყო იმაში დარწმუნება, რომ ჯანმრთელობის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ გადაქცეულიყო, რადგან ის საფრთხეები, რომელთა წინაშე პანდემიის დაწყებამდე ვიდექით, კვლავ არსებობს – რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის უფრო სასტიკი ფორმები, დახვეწილი კიბერშეტევები, ჩინეთის აღზევება და კლიმატის ცვლილებები. ამიტომ, არც ერთ ქვეყანასა და კონტინენტს არ შეუძლია ამ გამოწვევებთან მარტო გამკლავება“, – თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიესალმება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უნდა განმტკიცდეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, NATO-ს გენერალური მდივანი ევროკავშირის ონლაინ სამიტის მეორე დღეს მიიწვია, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა გაიზარდოს კოლექტიური შესაძლებლობები უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირებისთვის.
წყარო :