logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სურსათის პაკეტები დარიგდა
- +

26 თებერვალი. 2021. 14:24

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არამალფუჭებადი პროდუქტები დარიგდა.

 

პროდუქტების დარიგების პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მისი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი ადგილებზე გაეცნენ.

 

„მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაღის 1433 აღსაზრდელზე 10 დასახელების პროდუქტი დარიგდა: ბურღულეული, რძის პროდუქტი, ცხიმი, ხილი. ამ ეტაპზე თვენახევრის მარაგი მიიღეს, რომელიც   ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული  დაცვით მიმდინარეობდა. პროდუქტის გაცემის გადაწყვეტილება, ქვეყანაში COVID-19-ის გამო შექმნილ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება“, - აღნიშნა კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner