logo_geo
eng_logo
კახი კალაძე: მაქსიმალურად ვეცდებით, ზარალი ავანაზღაუროთ
- +

9 ივლისი. 2016. 13:24


ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მომხდარმა სტიქიამ მოსახლეობას საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზარალს დაითვლიან და მაქსიმალურად მოხდება ანაზღაურება.

ვანის მუნიციპალიტეტში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმყოფებიან. მთავრობის ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.


„ზარალი საკმაოდ დიდია და ის დათვლილი იქნება. მაქსიმალურად ვეცდებით, ავანაზღაუროთ. გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, მთლიანად დატბორილია სავარგულები, რაც ძალიან დიდი ზიანია მოსახლეობისთვის. ვეცდებით, რომ უმოკლეს დროში მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არის", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner