„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
„როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი? მაგალითად, კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით, იმ ადამიანს რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, აუცილებლად გადაიხდიდა, გარეთ იქნებოდა და არ გადაიტანდა ამას სხვა რამეებში“, - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.