logo_geo
eng_logo
ერევანში მომიტინგეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობას მართავენ
- +

26 თებერვალი. 2021. 17:09

 

 

„ერევანში შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიემართებიან“, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათი მიზანია, პრეზიდენტ არმენ სარქისიანს მოსთხოვონ, ხელი არ მოაწეროს ნიკოლ ფაშინიანის შუამდგომლობას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

„ამ მომენტისთვის, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არ დანებდეს პრემიერ-მინისტრის შანტაჟს და არ გადადგას ეს ნაბიჯი. ვითხოვთ პრეზიდენტისგან, როგორც კონსტიტუციის გარანტიდან და ქვეყნის მეთაურიდან, დაიცვას კონსტიტუცია და არ დანებდეს მთვარეულის შანტაჟს,“- განაცხადა სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა იშხან საღათელიანმა.

 

შეგახსენებთ, სომხეთში სიტუაცია გუშინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, განაცხადა, რომ ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner